Sunday, March 23, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
ინგლისური ენის წარმოშობა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა:  ფაქტები ინგლისური ენის წარმოშობის შესახებ.
მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას ინტერნეტით, საჯარო ბიბლიოთეკებით, ენის სპეციალისტებთან საუბრით.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი ფაქტობრივი ინფორმაციის მოსაძიებლად და გაეცნონ ენის წარმოშობის ფაქტებს.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ინფორმაციას  ენის წარმოშობის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი
XII
ვადები-ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ენის წარმოშობის შესახებ, შეიძენენ სოციალურ უნარ-ჩვევებს.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და  კრიტიკული აზროვნების  უნარ-ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან  კომპიუტერთან მუშაობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი),სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკიდან.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ერთად გეგმავენ დღეს: ერთად მიდიან ბიბლიოთეკაში, მუშაობენ  ინტერნეტში, ერთად აწყობენ გასაუბრებას ენის სპეციალისტებთან.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
·        მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა;
·        ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვის მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია;
·        გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს; მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვან იდეებს – ქვესათაურების სახით;

პროექტის ხელმძღვანელი
მარიკა ლანჩავა

No comments:

Post a Comment